ამ წუთებში ბათუმში, ერას მოედანზე, მდუმარე აქცია მიმდინარეობს. მოედანზე შეკრებილი ბათუმელები აჭარის მთავრობის მიერ ბოლო დღეებში ორგანიზებული გასართობ ღონისძიებებს აპროტესტებენ.
მოქალაქეების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღიდან მეორე დღეს მოცეკვავეების ვარსკვლავების პომპეზურად გახსნამ და დღეს ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებულმა ახალგაზრდულმა ფესტივალმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ თავი შეიკავონ გარკვეული კულტურული ღონისძიებების ჩატარებისაგან.
აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება.