ამ წუთებში წყნეთში 112-ის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სპეცრაზმი მტაცებელს ეძებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამბობენ, რომ შესამაბისი ჯგუფი ადგილზე ერთ-ერთ ადგილობრივი მცხოვრების ზარის შემდეგ გავიდა. ადგილობრივი მცხოვრების ინფორმაციით, მან ცხოველის ღრიალის ხმა გაიგო.
სპეცრაზმი და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უკვე 40 წუთზე მეტია მუშაობენ.