ბოლო პერიოდში ამერიკაში მკვეთრად გაიზარდა ინვესტორთა დაინტერესება გაკოტრებული ბანკების აქტივების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის ანაბრების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას გამოაქვს გასაყიდად.
ამერიკული პრესის მონაცემებით, იმ ფინანსისტებს შორის, რომლებიც თანხებს აგროვებენ გაკოტრებული ბანკების აქტივების შესასყიდად, იმავე ფინანსური სტრუქტურების საკრედიტო კრიზისის პერიოდში თანამდებობიდან წასული ხელმძღვანელებიც არიან.
უოლ სტრიტის ცნობილ ფინანსისტებს შორის, რომლებმაც დაინტერესება გამოთქვეს დაზღვევის ფედერალური კორპორაციის მიერ მოწყობილი ვაჭრობების მიმართ, გაკოტრებული „მორგან ჩეიზის“ გენერალური დირექტორი უილიამ ჰარისონი, „ვეჩოვია კორპისა“ და „ჰაიბერია კორპის“ ხელმძღვანელები – რობერტ სტილი და ჰერბ ბოიდსტანიც ყოფილან.
როგორც ცნობილი გახდა, გაკოტრებული ბანკების აქტივების შესყიდვის მოსურნე ფინანსისტებს ისეთი უსერიოზულესი საკრედიტო სტრუქტურების დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ, როგორიც "გოლდმან საქს გრუპი" და "დოიჩე ბანკი" არიან.