ექიმი და ბლოგერი ზვიად კირტავა, რომლის პოსტები დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს თანდართული კომენტარით, რომელშიც საზოგადოებას ახსენებს სად იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2012 წლის სტიქიის დროს.
"თავისუფალ ზონას" გაუვრცელებია რომელიღაც მიშმადიდებელი ქალბატონის ფიქრნი, თეთრად მღელვარი, თემაზე – "ამ დროს რომ მიშა აქ ყოფილიყო…"
ამის პასუხად, შემიძლია გავიმეორო, რომ ამ თემაზე კავშირებითი კილოს გამოყენება აბსოლუტურად არაა საჭირო, რადგან ეს ყველაფერი უკვე მომხდარია. და აღწერილიცაა…
მიშა აქ იყო!
წყალდიდობაც იყო მიშას დროს! (2012 წლის 14 მაისს)
ხალხიც დაიღუპა მიშას დროს!
ისიც ვიცით, როგორ "გამოიძია" წყალდიდობის მიზეზები!
ისიც ვიცით, როგორ "დაეხმარა" დაზარალებულებს!
და ისიც გვახსოვს, რა გააკეთა თავად – წყალდიდობიდან და ხალხის დაღუპვიდან რამდენიმე საათში – მილანში მოტყდა საათების საშოპინგოდ!
ასე, რომ დაზღნარდით, ძვირფასებო!
რად გინდათ ფანტაზიების დაძაბვა იმაზე, რაც უკვე მოხდა და რაც ყველას კარგად გვახსოვს?! უბრალოდ, ზოგიერთებს კი გინდათ, რომ დაგვავიწყდეს, მაგრამ არაა ეგ იოლი ამბავი – გაქცეულის "გაგმირება"…