(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ლანჩხუთში ახალ საოფისე ფართს ეძებს. ამჟამად “რესპუბლიკელები” და ირაკლი ალასანიას “ალიანსი” კვირკველიას ქუჩაზე, “ქართული პარტიის” ყოფილ ოფისში არიან დაბანაკებულები. როგორც რომან ბიწაძემ გვითხრა, აღნიშნულ ფართში თავად დარჩებიან, ხოლო ოფისი საჭიროა გაერთიანებული შტაბისთვის. როგორც ცნობილია, ივანიშვილთან, ზემონახსენები პარტიების გარდა, კიდევ რამდენიმე სუბიექტი თანამშრომლობს. ჯერჯერობით მათგან მხოლოდ კახა კუკავას “თავისუფალი საქართველოს” აქვს ოფისი ლანჩხუთში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციური გაერთიანება საოფისე ფართს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ეძებს.