პაკისტანში ძლიერი სიცხეს 122-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაშია.
BBC-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.
კარაჩიში სიცხესგან 114, ხოლო დანარჩენი რვა ადამიანი სინდის 3 რაიონშია დაღუპული.
კარაჩის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანია. ხოლო ძლიერი სიცხისგან დაზარალებული ასობით ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული და მკურნალობს.