მაჩხვარეთის ბაგა-ბაღში გასულ პარასკევს მომსახურე პერსონალს შორის მომხდარ ინცინდეტს ოზურგეთის პროკურატურა შეისწავლის. ბაღში თანამშრომლებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინაც მოხდა და მაშინ სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
განითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციამ მაჩხვარეთის ბაგა-ბაღში რამდენიმე პირს შეუჩერა უფლებამოსილება და მომხდარი ფაქტების საფუძვლიანად შესწავლისა და გამოძიების მიზნით განცხადებით უკვე მიმართა ოზურგეთის პროკურატურის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს მალხაზ სირაძეს.