თბილისში, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ოჯახი ივლიტას ძაღლს ეძებს.
როგორც ივლიტას მამამ "გურია ნიუსს" უთხრა, ძაღლი სტიქიის დროს ეზოში თოკით ჰყავდათ დაბმული, თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ წყლის შესვლისას მას აეშვა და გაქცეულიყო.
"ძაღლი მოკლებეწვიანი ქართული ნაგაზია, ჩალისფერი, ყურები და კუდი არ აქვს. რექსი ჰქვია. ყოველთვის აშვებული იყო ეზოში, მაგრამ სტიქიის ღამეს დაუბია ჩემს სიძეს, სტუმარი რომ გვყავდა არ შეეშინდესო. იმ ღამის შემდეგ აღარ გვინახავს. დიდი შვება იქნება თუ ვიპოვით", _ ამბობს მამა გიორგი (ჯიბუტი).
"გურია ნიუსი" რექსის ფოტოებს გთავაზობთ. თუკი ვინმემ იცით ამ ძაღლის შესახებ, დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 599 93 18 13; 557 10 02 41. 599 375 373; 2 10 20 01