გურიის გუბერნიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 38 წლის რევაზ ჯანელიძე დაინიშნა.
ოზურგეთში მცხოვრები რევაზ ჯანელიძე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მთავარ სპეციალისტად, საგადასახადო ინსპექციაში, გარემოს დაცვის ინსპექციაში. იყო "ლიბერთი ბანკის" ოზურგეთის ფილიალის მმართველის მოადგილე.