ნატო რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ახალი სწრაფი რეაგირების ძალებს პირველად ცდის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების ძალები გასულ წელს, უელსში ნატო-ს სამიტზე უკრაინის კრიზისის საპასუხოდ შეიქმნა.
როგორც უკვე ცნობილია, 9 ქვეყნის 2000-ზე მეტი სამხედრო პოლონეთში უკვე წვრთნას გადის.