საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება ინიციატივას ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
როგორც პრემიერ მინისტრის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის დაარსების იდეას. პრემიერ-მინისტრის დავალებით, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებები ბიბლიოთეკას უახლოეს მომავალში მიაწვდიან წიგნებს, რაც აუცილებელია პირველ ეტაპზე მის ასამუშავებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და მედიასახლ “გურია ნიუსის“ ინიციატივით, გამოცემის ჩოხატაურის ოფისში, გაიხსნება ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა, სადაც ახალგაზრდებს ახალი გამოცემების გაცნობის, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ერთმანეთთან ურთიერთობის და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.ბიბლიოთეკა 19 ივლისს, ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეს ოფიციალურად გაიხსნება.