ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, სავაჭრო ცენტრი “მოდერნი” იწვის. ადგილზე უკვე მივიდნენ გურიის საგანგებო სიტუაციათა სამსახური და სახანძრო დახმარების ბრიგადები. როგორც ადგილზე მისულებს გვითხრეს, ხანძარი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა და ახლა მეხანძრეები ცდილობენ ხანძარი მეორე და პირველ სართულს არ მოედოს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი შალვა ბოლქვაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ძალიან მალე ლანჩხუთის და ქობულეთის საგანგებო სიტუაციათა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები მოვლნენ.
_ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, თუ რატომ გაჩნდა ხანძარი, ახლა მთავარია ცეცხლი ჩავაქროთ. _ გვითხრა შალვა ბოლქვაძემ.
ხანძრის ჩაქრობას ოზურგეთელ მეხანძრეებს ძლიერი ქარიც უშლის ხელს.