სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ძებნითი სამუშაოები კვლავ გრძელდება. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დაკარგული საპატრულო მანქანა იპოვნეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში მაქსიმალურად არიან ჩართული შსს წარმომადგენლები,
სამაშველო სამსახურები და სხვადასხვა დანაყოფები, ასევე მძიმე ტექნიკა.
"დღეს აღმოჩინეს ჩვენი საპატრულოს მანქანაც. დაკარგული იყო და ვიპოვეთ.
რაც შეეხება სამ დაკარგულ ადამიანს, გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება. შესაძლოა დაკარგულები მტკვარს ჰქონდეს წაღებული და მინგეჩაურის წყალსაცავში მიმდინარეობს ძებნა. იქ მაშველები ჩართულები არიან და ეძებენ. თუ რამეს აღმოაჩენენ, აუცილებლად გვაცნობებენ".