აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების დაკავებასა და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია ე.წ კაბელების საქმე.
"2014 წლის ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ბრალად სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედებოდა. 4 ნოემბერს შვიდმა არასამთავარობო ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს და სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაასკვნა, რომ "საქმეში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება რთული იყო". იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, პრემიერ-მინისტრმა იგი რამდენიმე საათში გადააყენა. "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ქართული ოცნების" მმართველი კოალიცია დატოვეს", _ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმენტის ანგარიშში.