ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსში ორ სასტუმროზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის დროს სასტუმროში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა.
BBC-ის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის უმეტესად, ბრიტანეთისა და გერმანიის მოქალაქეები არიან.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.