ოდესის მხარის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საავიაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მონოპოლიასა და უკრაინელი ხალხისთვის მაღალი გადასახადების დაწესებაში ტელეკამერების წინ დადო ბრალი.
შეხვედრა სააკაშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა და საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა.
სააკაშვილმა სახელმწიფო ავიაციიის სამსახურის თავმჯდომარე დენის ანტონიუკს ქვეყნის გამყიდველი ეძახა.