13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში უკვე დაიწყო.
გუშინ, დღის განმავლობაში, ჩოხატაურელი ახალგაზრდები იმ ფართის გაწმენდით სამუშაოებს ატარებდნენ, სადაც ბიბლიოთეკა უნდა განთავსდეს.
ილია კეკელიძეს, ლევან ძნელაძეს, სანდრო შონიას, თამაზ ქუხილავას, მერაბ ოსიძეს, ლაშა ცენტერაძეს და ხვიჩა დიდიას დღეს ვაჟა მეფარიშვილი, ვაჟა გიორგაძე, მახო თედორაძე, ოთარ მეჩეხია, გოგიტა და ვაჟა უჯმაჯურიძეები შეურთდნენ.
პარალელურად მიმდინარეობს წიგნების შემოტანაც, რომელიც სათითაოდ ირიცხება. ამ დროისთვის 300-ზე მეტი წიგნია მიღებული.
შეგახსენებთ, რომ უკვე გვაქვს ერთი ახალი კომპიუტერის მიღების დაპირებაც _ ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ უნდა გადასცეს, რომელმაც ფართი, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მოინახულა.
ივლიტას ბიბლიოთეკა 19 ივლისს, ივლიტას დაბადების დღეზე უნდა გაიხსნას, ამიტომაც სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ _ "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის".
წიგნების მიტანა შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისამართ- ზე _ თბილისი, გუდიაშვილის 7; "გურია ნიუსის" ოფისებში _ თბილისი, ვაჟა ფშაველას 78ა; ჩოხატაური _ ნოდარ დუმბაძის 25; ოზურგეთი _ ილია ჭავჭავაძის 4, მე-3 სად. I სართ; ლანჩხუთი _ ნოე ჟორდანიას 114/3. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ტელე- ფონებზე: 2 102001; 599375373; მოგვწერეთ ელ -ფოს- ტით: guria@gurianews.com ; ia@gurianews. com; gia@ gurianews.com