https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ქართველი ხარ, გენაცვალე?“

16:06; 27.06.2015
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს შაბათია და მორიგ სახალისო-სპორტულ ისტორიებს შემოგთავაზებთ. რასაკვირველია მსურს პოლიტიკისაგან დროებით დაგასვენოთ. სამწუხაროდ ცხოვრების ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში კვლავ "მაღალი აქტიურობით" გამოირჩევა და ქართველებს მისგან დასვენება ჯერ არ გვეღირსა. ისე მეეჭვება პოლიტიკამ ოდესმე თავი დაგვანებოს  და ქვეყანა მართლაც რომ ცივილიზებული განვითარების გზას დაადგეს. ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ხალხი საკუთარი საქმით გახლავთ დაკავებული და პოლიტიკურ აქტიობას ძირითადად არჩევნების დღეებში ამჟღავნებს.

დღევანდელ წერილში ქართველი ფეხბურთელების სახალისო ისტორიებს გაგაცნობთ. სამწუხაროდ სპორტის ეს სახეობა ამჟამად სიამაყის საბაბს არ გვაძლევს, მაგრამ ისტორია ხომ გვქონდა სასახელო.

ნება მომეცით "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჭილაია წარმოგიდგინოთ, რომელიც  საფეხბურთო ბედმა ერთხელ შორეულ არგენტინაში მოახვედრა. ალბათ ნანახი გაქვთ ქართული მხატვრული ფილმი "ფესვები". დიეგო მარადონას სამშობლოს დედაქალაქში ამ სურათის სიუჟეტზე არანაკლები ისტორია განვითარდა.

"1980 წლის სეზონის ბოლოს არგენტინაში წავედით შეკრებაზე და პირველივე მატჩში ბუენოს აირესში  "ბოკა ხუნიორსთან" 1-1 ვითამაშეთ (მარადონა ჯერ არ თამაშობდა ამ გუნდში, 1981 წელს გადავიდა). გოლი რამაზ შენგელიამ შეაგდო. მეორე დღეს დასვენება გვქონდა და სასტუმროდან გარეთ გამოვედი – ახალგაზრდობაში სპორტული ჟურნალ-გაზეთების დიდი შემგროვებელი ვიყავი და მახლობელ ჯიხურში სპორტული პრესა მოვიკითხე. ჯიხურის გამყიდველი, დაახლოებით 70 წლის, აშკარად ჩვენებური გარეგნობის კაცი იყო, მაგრამ ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. როცა ავუხსენი რაც მინდოდა, კარგად დამაკვირდა და სუფთა ქართულით, აშკარად მეგრული აქცენტით მკითხა:

ქართველი ხარ, გენაცვალე?

… ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან!!! ვიფიქრე სიზმარში ვარ-მეთქი… ისიც ძალიან აღელდა, მერე გონს მოეგო, ამოიღლიავა უამრავი ჟურნალი, დაკეტა ჯიხური და გამომყევიო-მითხრა.

გავყევი, შინ წამიყვანა, სამამულო ომის მერე დარჩენილი ქართველი გამოდგა, ზუგდიდელი გურამ ღურწკაია! თურმე ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, მებაღედ მუშაობდა ერთ გერმანელ თავადთან, თავი ისე შეაყვარა, მის ნათესავზე დააქორწინეს და როცა ბობოლა გერმანელები სამხრეთ ამერიკაში გაიქცნენ, თან წაიყვანეს. შინ მისი სამი ვაჟკაცი დაგვხვდა – ტარიელ, ავთანდილ და ფრიდონ ღურწკაიები! ბიჭები საკმაოდ მაღალანაზღაურებადი იურისტები იყვნენ. მარტო შვილები კი არა, მისი გერმანელი ცოლიც ქართულად სუფთად ლაპარაკობდა. ეგ კი არა, ცოტას მეგრულადაც უქცევდა… გაიშალა, მაგრამ რა სუფრა გაიშალა!!! მე მარტვილში გაზრდილი ვარ, მაგრამ ისეთი ღომი, ელარჯი, სულგუნი, შემწვარ-მოხრაკული ვარია, აჯიკა მომართვეს… კარგად შევთვერით და როცა სასტუმროში დაბრუნების დრო დადგა, აღელვებულები ერთმანეთს ტირილით დავემშვიდობეთ. სანამ ტაქსში ჩამსვამდა და ფულს გადამიხდიდა – მთხოვა:

– მე საქართველოში ვეღარ დავბრუნდები, დღე და ღამე ჩემი სახლი და მშობლები მელანდება, თუ კაცი ხარ, როცა ევროთასებზე ევროპაში მოგიწევს წასვლა, ზუგდიდური ერთი მუჭა მიწა ჩამომიტანე, აუცილებლად ჩამოვალ და გამოგართმევ, პატივისცემა ჩემზე იყოს…

ტაქსში ჩავჯექი, სიზმარში მეგონა თავი და ტაქსის მძღოლმა რომ მკითხა, სად წაგიყვანოო – ქართულად მივუგე – საბურთალოზე-მეთქი…

გავიდა ერთი წელი, და 1981 წლის შემოდგომაზე, უკვე დიუსელდორფის ტრიუმფის შემდეგ ევროთასებზე ავსტრიაში მოგვიწია წასვლამ, 30 სექტემბერს თასების თასზე "გრაცერს" შევხვდით. ევროპაში გამოფრენამდე დავეთხოვე გუნდის ხელმძღვანელებს, ჩავედი ზუგდიდში, ვნახე მისი ნათესავები, ავიღე ერთი მუჭა მიწა მისი სახლიდან, გავახვიე ხელსახოცში და სპორტულ ჩანთაში ჩავდე. მაგრამ საბჭოთა კაგებეს რა გამოეპარებოდა? საზღვარზე დამაკავეს, ეს რა არისო-მეკითხებიან. ვერაფერი ვუპასუხე, ვეხვეწე, მაგრამ მაინც ჩამომართვეს ის ზუგდიდური მიწა… ცრემლები წამომივიდა, კინაღამ პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე, რადგან არგენტინაში უკვე დარეკილი  მქონდა და იმ ერთი მუჭა მიწის გულისთვის ბატონი გურამი ავსტრიაში მოიჩქაროდა. მართლაც, თავის ბიჭთან ერთად ჩამოვიდა, ვენაში, დაგვხვდა, და ხმის კანკალით მკითხა – მიწა ხომ ჩამომიტანეო… ძლივს ამოვილუღლუღე, საზღვარზე დამატოვებინეს-მეთქი და თავი ჩავღუნე… ისევ თვითონ დამამშვიდა.

ამის შემდეგ ერთი-ორჯერ კიდევ დავურეკე, მერე კი დრო აირია და რუსეთში მომიწია თავის სარჩენად წასვლამ. 1993 წელს დავბრუნდი და ჩემმა ბავშვმა მითხრა – ვიღაცა მოხუცი მეგრელი კაცი იყო ჩვენთან და შენ გკითხულობდაო… მივხვდი, ის იქნებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიუღია ნებართვა და 2 კვირით ჩამოსულა საქართველოში, უკვე ღრმად მოხუცი, 90 წელს მიღწეული, ზუგდიდში საკუთარ სახლში მისულა, მერე კი ჩემთან ჩამოსულა. გადავირიე, რაღა მაშინ აღმოვჩნდი რუსეთში-მეთქი… ეს იყო და ეს, მერე ტელეფონიც დავკარგე და მას შემდეგ ეს საოცარი კაცი აღარც მინახავს და არც რამე მსმენია…"

გიორგი ჭილაიას შემდეგ სიტყვას ბატონ კონსტანტინე შანიძეს გადავცემ. ამ ადამიანს ქართველ გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. ბატონი კოსტია  თბილისის "დინამოს" პირველი თაობის მოთამაშე გრიშა გაგუას გაიხსენებს.

"გრიშა გაგუა ფეხბურთშიც მაგარი იყო და ჩხუბშიც ვერავინ შეედრებოდა! ყველას შიშის ზარს სცემდა. ერთხელ გაგრაში „დინამო” მოსკოვს ვეთამაშებით და მათი ბრწყინვალე ფეხბურთელი ილინი აუხირდა და დაარტყა. გრიშამ მოიგდო ძირს და იმდენი ურტყა, ვერ გააგდებინეს! მსაჯები მივარდნენ, აიყვანეს გრიშა, მას კი ილინი ფეხებშუა უჭირავს და ისიც აიყოლა! ვერაფრით გააშველეს, მოსკოველთა მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი იყო, რომელსაც იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, მხოლოდ მან დააშოშმინა გაგუა…

ერთხელ გრიშა "დინამოს" თამაშზე მიიჩქაროდა და სტადიონის დაცვამ, რომელსაც მაშინ თბილისის მახლობლად მდებარე მერვე პოლკის ჯარისკაცები შეადგენდნენ (ისინი უპატრონო ბავშვთა თავშესაფრიდან იყვნენ მოკრეფილნი და დაუნდობლობით იყვნენ ცნობილნი) სტადიონზე არ შეუშვეს. გრიშა გაგიჟდა და ჩხუბი დაუწყო. შემოეხვივნენ ჯარისკაცები, გრიშა დატრიალდა და ვისაც დაარტყა, ყველა დააგდო! მთელი პოლკი გაგუას შემოეხვია და ბოლოსდაბოლოს კი სცემეს, მაგრამ სტადიონზე მაინც შევიდა!

ერთადერთი კაცი, ვისაც გრიშამ შეარჩინა, 1937 წელს ბასკი ეჩებერია იყო! კი გითხარით, ბორის პაიჭაძემ მოგვატყუა – ეჩებერია მეგრელიაო და თამაშისას გრიშას რომ აუხირდა და დაარტყა კიდეც, გაგუამ ვაჟკაცურად მოითმინა და სტუმარს ხელი არ შეუბრუნა…"

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

11:57; 5 თებერვალი, 2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026

ოლიმპიური ცეცხლი ლანჩხუთშიც აინთო

ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო