არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამიმ”, რომელიც მსოფლიოში უკვე ბესტსელერად ქცეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას უზრუნველყოფს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად უილიამ ანთოლისის და სტროუბ ტალბოტის წიგნი _ “სწრაფად წინ” გადასცა. წიგნი ორგანიზაციის პირველ პროდუქტს წარმოადგენს.
_ ეს არის სამეცნიერო სახელმძღვანელო, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა. მივესალმებით ყველა მსგავსი სახის აქტივობას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი წიგნთა ფონდის კიდევ უფრო გაზრდისკენ და ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურად დაინტერესებას და ჩართვას ჩვენს საქმიანობაში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ჩვენ გადმოგვეცემა ყველა ნაწარმოები, რომელსაც ორგანიზაცია გამოსცემს,_ გვითხრა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ.
წიგნი _ “სწრაფად წინ” აგრეთვე გადაეცემა ცენტრალური ბიბლიოთეკის ყველა ფილიალს და მუნიციპალიტეტის სკოლებს.