პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა.
ოქარუაშვილი ფინალში ებრაელ ძიუდოისტს ორ სასონს შეხვდა.
სულ ქართული დელეგაციის ანგარიშზე ბაქოში მოპოვებული 15 მედალია – 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოსი.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში დღეს ვერცხლის მედალი ვალერი ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა.
მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ოქრუაშვილთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ, რეპეშაჟში გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს კი მოუგო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს რენატ საიდოვს ვეღარ აჯობა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო ბექა ღვინიაშვილმაც (-90), რომელსაც საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ილიას ილიადისმა, იგივე ჯარჯი ზვიადაურმა აჯობა. მანამდე ღვინიაშვილმა ნახევარფინალში ლიპარტელიანთან წააგო.