13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში აქტიურად მიმდინარებს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, სამხედრო სამსახურის თანამშრომლები, კომპანია "ვისოლის" ჩოხატაურის ბენზინგასამართი სადგურის ხელმძღვანელი თემურ ჩხიკვიშვილი ჩოხატაურელ ახალგაზრდებს _ ილია კეკელიძეს, ლევან ძნელაძეს, სანდრო შონიას, მერაბ ოსიძეს, ლაშა ცენტერაძეს, ხვიჩა დიდიას, ვაჟა მეფარიშვილს და ბესო ნინიძეს აქტიურად ეხმარებიან.
პარალელურად მიმდინარეობს წიგნების შემოტანაც, რომელიც სათითაოდ ირიცხება. ამ დროისთვის 300-ზე მეტი წიგნია მიღებული.
ივლიტას ბიბლიოთეკა 19 ივლისს, ივლიტას დაბადების დღეზე უნდა გაიხსნას, ამიტომაც სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ _ "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის".
ამავე თემაზე: "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოებში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ; ჩვენ დავიწყეთ ივლიტას ბიბლიოთეკის მოწყობა _ შემოგვიერთდით!