გამოცემა "USA Today"-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრანტების ჯგუფი დააკავეს, რომელმაც 80 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური მაქინაციები განახორციელეს. თითოეულს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, მათ სერიოზული ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევთ.
ფინანსური მაქინაციების ორგანიზატორად ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ მარკ მაზერი დაასახელა, რომელთან ერთადაც, საქმეში დედამისი ლარისა მედზონი, მეუღლე – სვეტლანა და ბიძა – დიმიტრი არონშტეინი ფიგურირებენ.
მაზერი ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო მოხსენიებული ორ საქმეში, რომლებიც დისკრიმინაციის მუხლით აღიძრა.
ბოლო პერიოდში მაზერი პროექტის, "სიტი ტაიმის" კონსულტანტი იყო, რომლის ფარგლებშიც ქალაქის სახელფასო ფონდის მოდერნიზება უნდა მომხდარიყო. მაზერს უნდა შეემოწმებინა წარმოებული სამუშაოს ხარისხი. მართალია, მას მაღალი თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ დაახლოებული იყო დირექტორ ჯოელ ბონდთან და დიდი გავლენითაც სარგებლობდა.
მისი ინიციატივით, ბონდმა 2012 წლიდან ორი საკონსულტაციო ფირმა მიიწვია, პირველი მათგანი "და სოლუშენსი" დიმიტრი არონშტეინს ეკუთვნოდა, მეორე კი – "პრაიმ ვიუ" მის პარტნიორს, ემიგრანტ ვიქტორ ნათანსონს.
საბოლოო ჯამში, არონშტეინისა და ნათანსონის ფირმებმა ნიუ-იორკის ხელისუფლებისგან 722 მილიონი დოლარი მიიღეს.