https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პროკურატურასთან გარიგებულნი

2:02; 1.02.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროსასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის გიორგი ჩემიას მიერ გამოტანილ კიდევ ერთ უკანონო გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში _ “ევროპის სასამართლომ განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტო ჴ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ადგილობრივი სასამართლოები და საქართველოს პრეზიდენტი ჴ ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ საქმეში”, მიუხედავად, მოსამართლე ჩემიას საქართველოს სახელით დღემდე გამოაქვს გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, გირგვლიანის საქმის განხილვის შემდეგ, ის დააწინაურა და საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანა…

მერაბ ძირკვაძის საქმე 2011 წლის დეკემბერში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი იქნა და მას, სხვა 86 პირთან ერთად, “პოლიტპატიმრის” სტატუსი მიეცა.

ეკომიგრანტი ძირკვაძე და მისი ოჯახის წევრები, მძიმე ბუნებრივი პირობების გამო, იძულებულები გახდნენ აჭარიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში გადმოსახლებულიყვნენ. მოგვიანებით, ის ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა და მისი დევნაც აქედან დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ანგარიშსწორების მიზნით, ჯერ ბინიდან გამოასახლა მისი ოჯახი, იმ მოტივით, თითქოს ფართი უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული, მაშინ, როდესაც თავად ბინის მესაკუთრე არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამდა. ამის შემდეგ კი ის დოკუმენტების გაყალბებასა და მითვისებაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

2008 წლის თებერვალში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სათემო კავშირი “წინწყარო 2008”, რომლის თავმჯდომარედ ძირკვაძე აირჩიეს.

2008 წლის ზაფხულში ამერიკული ორგანიზაცია “ქეას”, ორგანიზაცია “წინწყაროს” და ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ჩატარდა რაიონის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია “ქეას” მიერ, ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან და სათემო კავშირიდან _ სულ 27 544 ლარის ოდენობით, გარდა ამისა, დამატებითი ხარჯებისთვის მუნიციპალიტეტმა გამოყო 6 400 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულების შემდეგ, ჩაიბარა ორგანიზაციას “ქეამ”, რომელსაც არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს არასამთავრობო ორგანიზაცია “წინწყაროს” მისამართით და აღნიშნული პროექტი წარმატებულად იქნა მიჩნეული. თავად ძირკვაძეს, პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად, ხელფასიც კი არ ჰქონდა განსაზღვრული _ ის მხოლოდ პირადი ენთუზიაზმით საქმიანობდა იმ მიზნით, რომ სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფაში დახმარებოდა.

2009 წლის 8 ივნისს, ანუ ერთი წლის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს სოფელ წინწყაროს მოსახლეობამ (ვინაობა გაურკვეველია) წერილით მიმართა და აცნობა, რომ “ქეას” მიერ ჩატარებული სამუშაოები იყო უხარისხო, რის გამოც სოფელში შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და დამატებით ითხოვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა მილების შესაძენად. წერილიდან არ ირკვეოდა საჩივრის ავტორთა ვინაობა, წერილის ბოლოს არსებული ხელმოწერებიც გაურკვეველი იყო.

2009 წლის 9 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო წინასწარი ძიება სოფელ წინწყაროს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ წერილში ძირკვაძის მიმართ არავინ არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა, ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს ყალბი დოკუმენტების დამზადებაში და სხვისი ნივთის მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2009 წლის 31 ოქტომბერს, მერაბ ძირკვაძე პასუხისგებაში მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირკვაძეს უკვე დევნიდნენ პოლიტიკური მოტივით, მოხდა უცნაური ამბავი _ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ, 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით, ძირკვაძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებას _ დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

პროკურატურამ განმცხადებლის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გამტყუნება მთლიანად წარდგენილ ორივე ბრალდებაში.

სააპელაციო სასამართლომ განიხილა ძირკვაძისა და პროკურორის სააპელაციო საჩივრები, მაგრამ სხდომაზე მხოლოდ ერთი სპეციალისტი _ გიორგი ყაფლანიშვილი დაიკითხა. სასამართლოს არ დაუკითხავს პირველ ინსტანციაში დაკითხული მოწმეები და ექსპერტი, არ გამოუკვლევია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

მანანა კობახიძე, ადვოკატი: “რეალურად, ძირკვაძე იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან 9 ივნისს ის აპირებდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პიკეტირებას. 10 ივნისს, მის მიმართ საქმე აღიძრა უსუსური ბრალდებებით. ბრალდებაში მითითებულია, რომ სამუშაოები ეხებოდა შიდა ქსელების რეაბილიტაციას, მაშინ, როდესაც მას ხელიც არ უხლია შიდა ქსელების რეაბილიტაციისთვის _ “წინწყარომ” ჩაატარა ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია 1500 მეტრიან მონაკვეთზე, და არა შიდა ქსელებზე. ასევე, გამოძიების მხრიდან არ იყო გადამოწმებული ძირკვაძის მიერ წინასწარ ძიებაში მიცემული ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ზებური ჩოგაძესთან ოჯახში ნამდვილად ინახებოდა ლინოლეუმი და მინა. პროკურატურამ დანაკლისში ჩათვალა ის ხარჯები, რაც განმცხადებელს საკუთარი სახსრებით ჰქონდა გაკეთებული. გარდა ამისა, ბეჟან ძირკვაძე პროკურორმა დაკითხა მანქანაში (რაც პროკურორმა არ უარყო პირველ ინსტანციაში სასამართლოს სხდომაზე). არ იყო გამორიცხული, რომ მასზე მოხდა ზეწოლა. მოწმე ყაზაგბაი მუსაევი გამომძიებელს ხელმოკიდებული დაჰყავდა, ხოლო ექსპერტმა ბარბაქაძემ კი ძირკვაძეს თავად უთხრა, რომ მას “დავალებული ჰქონდა გამოძიებისგან და რა ექნა?”

2010 წლის 28 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც ძირკვაძის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა _ იგი სააპელაციო სასამართლომ ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საქმე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ ერთპიროვნულად განიხილა.

ძირკვაძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

2011 წლის 22 ივლისს, მაშინ, როდესაც საქმე უკვე 5 თვის გადაგზავნილი იყო უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ, 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შეიტანა შესწორება. მოსამართლემ მიუთითა, რომ აღნიშნული ხარვეზი იყო ტექნიკური ხასიათის და მისი აღმოფხვრა გავლენას არ მოახდენდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციაზე. ასეც რომ ყოფილიყო, როგორ ჩაასწორა საქმეში ხარვეზი ისე, როცა საქმის მასალები არ ჰქონდა? საქმეში არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება იმის შესახებ, რომ საქმე უზენაესი სასამართლოდან უკან გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში. ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ უზენაესმა სასამართლომ, მას შემდეგ, რაც 2011 წლის ივლისში დაიწყო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა, აღმოაჩინა რა მითითებული უზუსტობა, თავისი ინიციატივით დაეხმარა მოსამართლე ჩემიას გამოესწორებინა შეცდომა.

2011 წლის 27 ივლისის უზენაესი სასამართლოს განჩინებით, საქმე დაუშვებლად ცნეს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

პოლიტპატიმრის საქმის მასალები ევროსასამართლოში გაიგზავნა, სადაც გიორგი ჩემიას უკანონო გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

მანანა კობახიძე: “განმცხადებლის მიმართ ადგილი აქვს ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, კერძოდ, მის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი იყო დაუსაბუთებელი. განმცხადებელი იმთავითვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პოლიტიკური მოტივებით, მაშინ, როდესაც არ არსებობდა მის მიმართ ბრალდების წაყენების კანონიერი საფუძველი.

ძიება, ფაქტობრივად, დაიწყო ანონიმური წერილის საფუძველზე, სადაც უშუალოდ განმცხადებლის მიმართ არავითარი პრეტენზია არ იყო გამოთქმული. მითითებული იყო მხოლოდ ორგანიზაცია “ქეას” მიერ სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებაზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არც კი გაურკვევია, თუ ვინ იყვნენ განცხადების ავტორები, უფრო მეტიც, დაუდგენელ პირთა წერილი საერთოდ არ უნდა დაერეგისტრირებინა მუნიციპალიტეტის კანცელარიას, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოში მოქმედი “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” შესაბამისად, არ შეიძლება დაიწყოს ანონიმური განცხადების საფუძველზე. გარდა ამისა, ე.წ. განცხადება მუნიციპალიტეტში შევიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალსადენი გამართულად მუშაობდა და მოსახლეობას ამის შესახებ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს. მიუხედავად განცხადების უსაფუძვლობისა და ანონიმურობისა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იგი გადაუგზავნა ფინანსურ პოლიციას. სწორედ აღნიშნულიდან დგინდება, რომ ძირკვაძის მიმართ ხელისუფლებას გააჩნდა გარკვეული დაინტერესება, რაც განპირობებული იყო მისი ოპოზიციური განწყობებით და შესაბამისი აქტივობებით”.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე ჩემიამ სრულყოფილი სასამართლო გამოძიება არ ჩაატარა. არ მომხდარა სასამართლოს მიერ არც დაცვის, არც ბრალდების მოწმეების, არც ექსპერტის დაკითხვა, არ გამოკვლეულა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ დაკითხა სპეციალისტი და დაეყრდნო მის დასკვნას, რომელიც წინააღმდეგობაში იყო საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებთან და ექსპერტის ჩვენებებთან.

მანანა კობახიძე: “სააპელაციო სასამართლოს, სპეციალისტის დაკითხვის შემდეგ, აუცილებლად ხელმეორედ უნდა დაეკითხა ექსპერტიც და მოწმეებიც, რათა სასამართლო გამოძიება ყოფილიყო სრულყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო სასამართლოს ძირკვაძის საუარესოდ შეეცვალა გამამართლებელი განაჩენი. მოსამართლე ჩემიამ პირდაპირ გადმოწერა პროკურორის სააპელაციო საჩივარი მის მიერ გამოტანილ განაჩენში, მთლიანად გაიზიარა პროკურორის პოზიცია ისე, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ დაეთანხმებოდა პირველი ინსტანციის მოსამართლის პოზიციას განმცხადებლის გამართლების თაობაზე. მოსამართლე ჩემია იმდენად ზერელედ მოქმედებდა, რომ პროკურორის მიერ დაშვებული შეცდომაც ავტომატურად გადმოიტანა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში. პროკურორმა შეცდომით მოითხოვა განმცხადებლის მიმართ დამატებით სასჯელად თანამდებობის დაკავების უფლების 3 წლით ჩამორთმევა, მაშინ, როდესაც განმცხადებელი არ იყო თანამდებობის პირი. მოსამართლემ მხოლოდ 5 თვის შემდეგ გაასწორა აღნიშნული შეცდომა განაჩენში. აღნიშნული მეტყველებს მოსამართლის ზერელე მიდგომაზე განმცხადებლის საქმისადმი და პროკურატურის პოზიციების უაპელაციოდ, ავტომატურად გაზიარებაზე.”

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უზენაესმა სასამართლომ ერთსა და იმავე დღეს, 2011 წლის 27 ივლისს, განიხილა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, იმსჯელა მის დასაშვებობაზეც და მიიღო განჩინება დაუშვებლად ცნობაზე. საქმის მასალების მოცულობის მიხედვით კი, სასამართლო ერთ დღეში ვერანაირად ვერ მოახერხებდა შეესწავლა, განეხილა და გადაეწყვიტა თუნდაც საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლო ზერელედ მიუდგა საქმეს და ისე ცნო დაუშვებლად საჩივარი, რომ მასალებს სრულყოფილად არც კი გასცნობია.

მანანა კობახიძე: “მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი და მთლიანად შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე განმცხადებლის მიმართ, ასევე, შეეძლო, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაებრუნებინა სააპელაციო სასამართლოსთვის შესაბამისი მითითებებით. სასამართლომ კი საჩივარი საერთოდ დაუშვებლად ცნო და საქმე არ განიხილა. უზენაესი სასამართლოს მიერ განმცხადებლის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობამ მაშინ, როდესაც არსებობდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების ორი ურთიერთსაწინააღმდეგო განაჩენი, განმცხადებლის მიმართ გამოიწვია კონვენციის 6.1 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. საქმის მასალები უკვე გაიგზავნა ევროსასამართლოში”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25 იანვარი, 2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25 იანვარი, 2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25 იანვარი, 2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25 იანვარი, 2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24 იანვარი, 2026

"ჯერსისა" და "შვიცის" ჯიშის პატარა ნაშიერებმა სამზეო იხილეს

რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა ისევ ჭიანურდება

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო