https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბეგი სიორიძე: “წინ კიდევ საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო იქნება…”

18:06; 29.06.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვება ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე პასუხობს.

_ რატომ გადაწყვიტეთ მერად გეყარათ კენჭი? თქვენი სურვილით მოხდა ეს თუ შემოთავაზება იყო?

_ ეს ჩემი მეგობრების თხოვნა გახლდათ, თუმცა ასევე, იყო ჩემი სურვილიც. ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი ქალაქისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი მერად არჩევის დღიდან, ერთი წელიც არ არის გასული და თვალსაჩინო შედეგები უკვე არსებობს. ობიექტურად განწყობილი ადამიანები აუცილებლად დაინახავენ, თუ რის გაკეთება შევძელით ამ ერთ წელში. წინ კიდევ საინტერესო გეგმები გვაქვს, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო იქნება.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ დადგა არჩევნებში მეორე ტურის აუცილებლობა _ საკუთარი თავი ვერ აჩვენეთ წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს პოლიტიკური გამოცდილების არქონის ბრალი იყო თუ სხვა მიზეზები არსებობდა?

_ ვერც ერთ ნახსენებ მიზეზს ვერ დავეთანხმები. თბილისის შემდეგ, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი, სადაც გამარჯვების მოსაპოვებლად რვა კანდიდატი იბრძოდა. ოზურგეთი პატარა ქალაქია და ყველას ჰყავს სამეგობრო თუ სანათესაო წრე. შესაბამისად, საარჩევნო ხმები რვავე კანდიდატზე გადანაწილდა. მართალია, ეს 50%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი არ იყო, მაგრამ ვთვლი, რომ პირველივე ტურშიც დამაჯერებელი შედეგი ვაჩვენე და ყველა საარჩევნო უბანი მოვიგე. მეორე ტურში კანდიდატების უმრავლესობა გაერთიანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე. საერთოდ, ბრძოლისუნარიანი ადამიანი გახლავართ და მიხარია, რომ ასეთ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვე და ვარ ოზურგეთის პირდაპირი არჩევნების წესით არჩეული პირველი მერი.

_ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს წინასაარჩევნო დაპირებებს გახსენებენ. რა ეტაპზეა წინასაარჩევნო პროგრამა, რომლითაც ხალხთან მიდიოდით?

_ ჩემს წინასაარჩევნო პროგრამაში არც ერთი სიტყვა ტყუილი არ ყოფილა. არც აწი ვაპირებ ჩემს თანაქალაქელებთან ცრუ პროპაგანდა ვაწარმოო. ყველა დაპირება ძალაშია. გავეცი მხოლოდ ის დაპირებები, რომლის შესრულებაც შემიძლია. ასეთი მიდგომა პიარის თვალსაზრისით შეიძლება მომგებიანი არ არის, მაგრამ მე მირჩევნია ოზურგეთელებმა იცოდნენ, რომ ჰყავთ მერი, რომელიც ტყუილს არ ამბობს. ეს ყველაზე კარგი პიარია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაპირების შესრულებას ვაპირებ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ათ თვეში მოვასწრებდით ამდენ რამეს _ დღეს ქალაქის თითქმის ყველა წერტილში რაღაც კეთდება. ვაპირებთ ახალი ტენდერების გამოცხადებას; იგეგმება ქალაქის ცენტრალური ქუჩების მოასფალტება; 22 მრავალბინიანი კორპუსის გადახურვა და გარე ფასადის საფუძვლიანი რემონტი, რომელიც ოთახებს წყლის შემოსვლისგანაც დაიცავს და კორპუსებსაც მოწესრიგებული იერ-სახე ექნება. უკვე დასრულდა პეტრიწის ქუჩის კორპუსის სამუშაოები და ძალიან გამახარა მოსახლეობის კმაყოფილმა სახეებმა, როცა მათ შევხვდი. ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. არავის მივცემ უფლებას, სამუშაო გულგრილად შეასრულოს. პირადად ვაკონტროლებ ყველა სამუშაოს, ვერავის მივცემ უფლებას უხარისხო შედეგი ჩაგვაბაროს.

_ ხშირად მოგიხსენიებენ, როგორც მკაცრ და ხისტ ადამიანს. ამბობენ, რომ თქვენთან კომუნიკაცია რთულია.

_ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთან ურთიერთობა რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიჩვეულები არ არიან შრომასა და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებას. იმათ, კი ვისაც აქვთ მოვალეობების პირნათლად შესრულების უნარი, ჩემთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ. მე ასეთ ადამიანებს ძალიან ვაფასებ.

_ ცალკე თემაა თქვენი და საკრებულოს ურთიერთობა. ხშირია საკრებულოს ხმაურიანი სხდომები. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ სხვა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ქალაქის საკრებულოში მმართველი პარტია უმრავლესობაში არაა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან არის დაკომპლექტებული. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სხვადასხვა კანონპროექტს პოლემიკა მოჰყვება ხოლმე.

_ თქვენი ოპონენტების მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არ ცნობთ გუნდური მუშაობის პრინციპს და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებთ.

_ ჩემი ოპონენტები საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რაც მათ პოლიტიკას წაადგება. დამერწმუნეთ, თუ ერთხელ მაინც წამოვა ამ ადამიანებისგან ისეთი წინადადება, რომელიც ჩვენს ქალაქს წაადგება, სიამოვნებით ავიტაცებ. სამწუხაროდ, ჩემი ოპონენტები მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად იბრძვიან. რაც შეეხება ერთპიროვნულობას, ხანდახან მართლაც საჭიროა, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და გქონდეს ამის უნარი. არის საკითხები, რომელიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. თუმცა, ყველა საკითხი საკრებულოსთან არის შესათანხმებელი, რაც ქალაქის წინსვლას აფერხებს. მალე პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქალაქის მერს ბევრი გადაწყვტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება ექნება. ჩემი აზრით, მერს, რომელიც 50%-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად არის არჩეული, მეტი გადაწყვეტილების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს.

_ თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ოზურგეთში ბევრი ობიექტი გაიყიდა. გედავებიან ქონების პირდაპირი წესით განკარგვის გამოც. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

_ ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ქალაქში ბევრი ობიექტი გასხვისდა. გაიყიდა მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკა და სარგებლობის უფლებით გაიცა ბაზრის ნაწილი. როგორ გგონიათ შენობა, რომელიც უსახურად გამოიყურება, ფაქტობრივად, ლპება და შენობის შიგნით ლამის ხეებია ამოსული, ასე უნდა დარჩეს და პატრონი არ გამოუჩნდეს? ახლა ვაპირებთ სასტუმრო "გურიას" შენობის გაყიდვას და ინვესტორს პირობაში ჩავუდებთ, რომ მან ამ შენობაში მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადოს, ამისთვის კი ვადას დავუწესებთ. ასევე, პირობა ითვალისწინებს აღნიშნული შენობისთვის ერთი წლის მანძილზე ძველი ფუნქციის შენარჩუნებასა და ადამიანების დასაქმებას. ხაზგასმით ვამბობ _ თუკი რომელიმე ბიზნესმენი ოზურგეთში ინვესტიციის ჩადებას გადაწყვეტს, ყველანაირად დავეხმარები. ვაპირებთ, ყველა იმ შენობის და ნაკვეთის გაყიდვას, რომლის შედეგადაც ადამიანები დასაქმდებიან და ბიზნესი განვითარდება. კერძო სექტორში უკვე საკმაოდ ბევრი ობიექტი გაიხსნა.

_ და ამაში საკუთარ თავს და დამსახურებას რატომ ხედავთ?

_ დიახ, ვხედავ იმ მიმართულებით, რომ ბიზნესმენებმა უკვე იციან, ხელისუფლება მათი ბიზნესით არ ისარგებლებს და თანხას არ წაართმევს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიზნესმენებს მისაღები პირობები და გარემო შევთავაზოთ. ეს ყველაფერი მე არ მქონდა ჩემი ბიზნეს-საქმიანობის მანძილზე, ყოველდღე ვფიქრობდი, ვინ შემომივარდებოდა ვითომ კანონის სახელით და ჩემს ბიზნესს უკანონოდ შეუშლიდა ხელს. აი, დღესდღეობით კი ოზურგეთში სამი ახალი საწარმო იხსნება _ ანასეულში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გურამიშვილის ქუჩაზე და მიხეილ ჭკუასელის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ჩემს ყველა პირად კავშირს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ოზურგეთში ბევრი საწარმო გაიხსნას და ადამიანები დასაქმდნენ.

_ მერად არჩევის შემდეგ, განსხვავებით სხვა ხელმძღვანელებისგან, მუდმივად ხართ მედიის ინტერესის სფერო. მიუხედავად მიზეზებისა, პოლიტიკოსები ყოველთვის ერიდებიან მედიასთან დაპირისპირებას. რასაც თქვენზე ვერ ვიტყვით. რა არის ამის მიზეზი _ ნებისყოფა არ გყოფნით თუ არასაკმარისი პოლიტიკური გამოცდილების ბრალია?

_ მიმაჩნია, რომ მედიას ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. თუმცა, არსებობს ტენდენციაც, რომ მედიას უნდა მოერიდო. სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, სიმართლეს მოკლებულ ინფორმაციაზე ხმამაღლა საუბარს არ ვერიდები, რის გამოც ხშირად ვარ მედიის ინტერესის ობიექტი. ჩემი აზრით, ქალაქის მერი, პოლიტიკოსზე მეტად, პირველ რიგში, მეურნე და კარგი მენეჯერი უნდა იყოს. ხოლო რას იტყვის მედია ბეგი სიორიძეზე, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. მე ზურგზე არც მერობამდე მეკიდა არაფერი და არც აწი არ ვაპირებ ვინმესთვის ‘"კოჭის გაგორებას". როგორი მერი ვარ, ამას საზოგადოება განსჯის.

_ ცნობილი პრაქტიკაა, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდი საჯარო სამსახურში უმრავლესობით მოდის, ქალაქ ოზურგეთის მერიაში კი სურათი ზუსტად ასეთი არ არის. ამის გამო ოპონენტები ხშირად გსაყვედურობენ.

_ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ჩატარდა კონკურსი და ადამიანები მხოლოდ გავლილი კონკურსის მიხედვით დაინიშნენ. მე არ ვიცი, ისინი ყოფილი "ნაციონალები" არიან თუ არა. ამ ბრალდებას ვერ მივიღებ, რადგან არც მომსვლია აზრად, მათ პოლიტიკურ წარსულზე მეფიქრა.

მინდა აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც კი არ გამილანძღავს არც ერთი პარტია, მათ შორის, არც "ნაციონალური მოძრაობა". თუ ადამიანები "ნაციონალური მოძრაობის" დროს მუშაობდნენ სხვადასხვა სტრუქტურაში, იყვნენ პროფესიონალები, სინდისიერები, არ დაურღვევიათ კანონი და არ ჩაუდენიათ დანაშაული ქვეყნის წინაშე, არ შეიძლება, გავრიყოთ. ისევე, როგორც, არ შეიძლება ადამიანების სამსახურში მხოლოდ იმ ნიშნით მიღება, რომ ქუჩაში გამოდიოდნენ და ‘"ქართულ ოცნებას"" უჭერდნენ მხარს. მათგან ზოგიერთი დღეს ‘"ქართულ ოცნებას"  თავს აყვედრის.

_ ასევე, ამბობენ, რომ თქვენ ‘"ნაციონალურ მოძრაობასთან"" ახლო ურთიერთობა გქონდათ.

_ არც ერთ პარტიასთან არ მქონია კარგი ან ცუდი დამოკიდებულება. მე მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან. მე ყოველთვის მქონდა ჩემი საქმე. თუ რომელი პარტია იყო სათავეში, ამის მიხედვით არ დამილაგებია საქმიანობა. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის იყო, რომ კანონის წინაშე ვყოფილიყავი მართალი. მეტსაც გეტყვით _ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ერთი თვის მანძილზე მამოწმებდა საგადასახადო ინსპექცია, მაგრამ კანონდარღვევის ვერც ერთი ფაქტი ვერ აღმოაჩინეს და საკმაოდ გულდაწყვეტილები წავიდნენ ჩემი კომპანიიდან.

_ მოხდა რამდენიმე ააიპ-ის რეორგანიზაცია, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. ამან თქვენით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაზარდა. ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს საქმიანობას, როგორც ბიზნეს-მენეჯმენტს, ისე უყურებთ და არ ფიქრობთ ამომრჩევლის კეთილგანწყობაზე, რაც პოლიტიკაში წამგებიანია?

_ ნაკლებად მაინტერესებს პოლიტიკაში რა არის წამგებიანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, თუ რა არის წამგებიანი ოზურგეთისთვის. პირიქით, ‘"ნაციონალური მოძრაობის"" დროს არის დანერგილი სისტემა, რომლის მიხედვითაც ააიპ-ების საშტატო განრიგი გაბერილი იყო, რათა ამ ადამიანებს არჩევნებზე ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. სწორედ ამისთვის იღებდნენ ხელფასს. ახლა კი იმის გამო, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და არჩევნებში ხმა ‘"ქართულ ოცნებას"" მისცეს, მხოლოდ ამის გამო ვერ დავტოვებ სამსახურში, თუ მათ ფუნქცია არ ექნებათ. ამ ადამიანების გაშვება, პირველ რიგში, მე მაწუხებს, მაგრამ მსგავსი მიდგომა ბიუჯეტთან დაკავშირებით დაუშვებელია. სწორედ ამიტომ მოხდა კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანება, სადაც თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 24%-ით გავუზარდეთ და ბიუჯეტში 80 000-ლარიანი ეკონომია მივიღეთ. ეს არ არის პატარა თანხა ჩვენი ქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, შედეგზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მივიღებთ, სადაც მართვის მექანიზმი ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება. ძალიან მაწუხებს, ანსამბლების დაფინანსებიდან მოხსნის საკითხიც. მაგრამ დამეთანხმებით, 12 ანსამბლის შენახვა ასეთ პატარა ქალაქს არ შეუძლია, მაშინ, როცა თბილისსაც კი არ ჰყავს თავის ბალანსზე 12 ანსამბლი. მადლობა მინდა ვუთხრა მერაბ ჭანუყვაძესა და თემთა მუნიციპალიტეტს, რომ არ დატოვეს ეს ანსამბლები დაფინანსების გარეშე. თუმცა, ასეც რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ამ ადამიანებს ხელს არ ვკრავდით. შევთავაზეთ კიდეც, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და ჰონორარული ანაზღაურების გადახდა. ასევე, საოცარია ზოგიერთი დეპუტატის დამოკიდებულება _ ისინი ‘"ტაშფანდურს"" ეძახდნენ ამ ყველაფერს, ახლა გამოდიან და ამბობენ, თითქოს ჩვენ ხელი ვკარით კულტურას. მათ კონკრეტულ მომენტში როგორც სჭირდებათ, ისე საუბრობენ. ამბობდნენ, თითქოს ვინმე ხელს უშლიდა ფოლკლორის განვითარებას. არადა, ოზურგეთი გამოცხადდა ფოლკლორის ქალაქად, რაც ძალიან მახარებს. რომელიმე ქალაქს თუ ეკუთვნოდა ფოლკლორის ქალაქის წოდება, ამის ღირსი მართლაც ოზურგეთი იყო. გაიხსნა ფოლკლორის ცენტრი, რომელსაც, როგორც ფინანსურად, ისე სხვა ყველა შესაძლებლობით მაქსიმალურად ვუწევთ დახმარებას. ასევე, აღნიშნულ ცენტრს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენობა უსასყიდლოდ გამოეყო.

_ თქვენი მერად არჩევის დროიდან არ შემწყდარა ხმაურიანი დღეები, გადაწყვეტილებები, სკანდალებიც. რისთვის გიღირთ ეს ყველაფერი, როგორი ოზურგეთი უნდა დატოვოთ თქვენი მერობის შემდეგ?

_ სამწუხაროდ, მე როგორი ოზურგეთიც მინდა, მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული _ დიდი მნიშვნელობა აქვს საბიუჯეტო თანხებს. მაგრამ მაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც ოზურგეთიდან წასულ, ისე აქ მყოფ ბიზნესმენებთან. მჯერა, ისინი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ ქალაქისთვის. რასაკვირველია, მხოლოდ ბიუჯეტზე არ ვარ ორიენტირებული, მაგრამ, ასევე, ვპირდები ყველას, რომ ბიუჯეტი არ იქნება უმიზნოდ დახარჯული და თითოეული თეთრი ჩვენს ქალაქს მოხმარდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბეგი სიორიძე არ აპირებს არც ერთი თეთრის მოპარვას ბიუჯეტიდან და არც ერთი გოჯი მიწის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. ავიღოთ ყბადაღებული ბაზრის თემა, რომელთან დაკავშირებითაც მუდმივად დეზინფორმაციას ავრცელებენ და ჩემს პირად ინტერესებზე საუბრობენ. ოზურგეთელებს ექნებათ ისეთი ბაზარი, როგორიც ნორმალურ ქალაქს ეკადრება. მთელი თავისი არსებობის მანძილზე ოზურგეთის ბაზარი მუდამ ზარალზე მუშაობდა, ახლა კი, ჩემი მერობის პერიოდში, ბაზარი პირველად იქნება მომგებიანი და ეს ძალიან მეამაყება.

_ რას იტყვით თქვენს გუნდზე, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს?

_ მიმაჩნია, რომ ქალაქის მერიას ჰყავს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რასაც ძალიან ვაფასებ. პირველად ოზურგეთის ისტორიაში, ჩვენ ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, თვითმმართველ ქალაქად ჩამოვყალიბდით და შესაბამისად, მე და ჩემს გუნდს დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა. ჩვენ შედეგზე ორიენტირებული ადამიანები ვართ და აუცილებლად გადავდგამთ წარმატებულ ნაბიჯებს ოზურგეთის განვითარებისკენ.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხდებას ავრცელებს

18:44; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

17:12; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი ინფორმაციას ავრცელებს

12:56; 10 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9 იანვარი, 2026

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ოფიციალურად დაიშალა

სოზარ სუბარმა ხაშურში ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო