ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე ჯიჰადისტებმა მორიგი ტერაქტი მოაწყვეს.
BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალაქ შეიხ-ზუვეიდში პოლიციის განყოფილებასთან მდგარი ავტომობილი ააფეთქეს.
ეგვიპტეში ჯიჰადისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტს 30-მდე სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულების რაოდენობა უცნობია.
როგორც ცნობილია, ჯიჰადისტებმა ტერაქტის დროს რამდენიმე სამხედრო ტყვედაც აიყვანეს.
BBC-ის ცნობით, ტერაქტს 23-მდე თავდამსხმელიც ემსხვერპლა, გარდა ამისა, სამი ე.წ. პიკაპის შეიარაღებული სამხედრო მანქანა განადგურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სინაის ნახევარკუნძულზე ჯიჰადისტების მიერ მოწყობილ ტერაქტების შედეგად 600-მდე პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.