შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 06:30 საათზე, 2015 წლის საგამოცდო ტესტებს ეროვნული ბანკის საცავიდან საგამოცდო ცენტრებში გადაიტანენ.
მათივე ცნობით, პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე დაესწრება.
08:00 საათზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ამ პროცესს ტექნიკურ უნივერსიტეტში (VI კორპუსი, კოსტავას ქ. 77 ) არსებულ საგამოცდო ცენტრში დააკვირდება.
09:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით მედიისათვის განცხადებას გააკეთებენ (ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი).