სკოლის პედაგოგების ხელფასების ჩამორიცხვას რამდენიმე დღე დააგვიანდა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგმა უთხრა, მისი კუთვნილი ხელფასი 30 იანვრის საღამოსაც არ იყო ჩარიცხული.
“უკვე აღარც კი მახსოვს, დაგვიანებით როდის ჩაგვერიცხა ხელფასი”, _ გვითხრა მან.
“სათანადო უწყისები მზად არის, საბიუჯეტო წლის დასაწყისია და ამის გამო დაგვიანდა პედაგოგების ხელფასი. დღეს, 31 იანვარს, ჩამოირიცხება”, _ გვითხრა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ინარიძემ.