დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან ბადრი გობრონიძესთან და მედიის წარმოამდგენლებთან ერთად სოფელ შრომაში იმყოფებოდა. შრომა-თხინვალის საზღვარზე გზის დაგების პროცესს დაესწრო.
მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მეწყერ საშიშ ზონაში გზის დაგება ჩინური წარმოების ინოვაციური პროდუქტის ,,GeoCell“-ის ფარგლებში ხდება.
"დღეს ვიწყებთ ახალი ტექნოლოგიის დანერგვას ოზურგეთში, რომელიც საქართველოში პირველად ჩვენთან განხორციელდება. ამ პროექტის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ძირითადად გამოიყენება მეწყერსაშიშ ადგილებში, რომელიც მრავლად არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში." – თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
გზის მშენებლობას სოფელ შრომაში შპს "ვანრიკი" აწარმოებს.