ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში გრძელდება "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოები. დღეს, მოხალისეებს, რომლებიც მეშვიდე დღეა თავდაუზოგავად მუშაობენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრებიც შემოუერთდნენ.
პარალელურად შემოდის შემოწირულობები: დღეის მდგომარეობით "გურია ნიუსის" საქველმოქმედო ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" შემოსული თანხები ასეთია: ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო _ 110 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი; ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი; თეა ბაიაჯანი _ 30 ლარი; მიხეილ ნიშნიანიძე _ 50 ლარი; შპს "ჩოხატაურის ავტოსერვისცენტრი" _ 100 ლარი; დავით შვანგირაძე _ 50 ლარი.
მაია გიორგაძემ 20 ლიტრი საწვავის ტალონი (ევრო რეგულარი) მოიტანა, ედიშერ მამალაძემ კი 410 ლარის ღირებულების ელექტროგაყვანილობა გადმოგვცა.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.