სამხრეთ კორეაში, ქიმიური ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა აფეთქდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
CNN-ის ინფორმაციით, ქარხანაში მომხდარი აფეთქების გამო 4 მუშა დაიღუპა, არიან დაკარგულებიც, დაშავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე 30-მდე სასწრაფოს მანქანა იყო მობილიზებული და 200-მდე მაშველი, ასევე, ადგილზე პოლიციელები და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა მუშები შედუღების სამუშაოებს ასრულებდნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.