2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მართალია ჯერ მხოლოდ ორმა საგამოცდო დღემ განვლო, თუმცა მშობლებისა და აბიტურიენტი შვილების ურთიერთობების შესახებ მარგალიტები უკვე საკმაოდ დაგროვდა.
იხილეთ ეროვნულ გამოცდებზე მოსმენილი ფრაზები, რომლლებიც, ალბათ, თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი:
– აბა, მიდი მამი, თემაზე არ გაიჭედო, ბიჭო, წერე და წერე, ბოდიალი არ შეგეშლება შენ.
– ქეთი, შვილო, წაიღე ეს სალფეთკიც, კუჭი არ აგეშალოს იქ.
– მშობლები უკან მეთქი!
– აბიტურიენტი ვარ მე!
– დაფინანსება გამომიტანე იცოდე იქიდან, თორე თმებს დაგაწიწკნი.
– ჯერ რა დროს დაფინანსებაა.
– როცა იქნება.
– მაიმუნის ტრაკივით ვარ აწითლებული ხო?
– თაფლი გადაყლაპე მეთქი, რო გითხარი დილით, გადაყლაპე?
– დედი, რო შეხვალ, პირჯვრის გადაწერა არ დაგავიწყდეს.
– გაფუჭდება ეს კატლეტები ამ სიცხეში.
– ვეფხისტყაოსანი რამდენ კუპლეტიანია?
– ნაჭამი გაქ ბებია რამე?
– მოიხედე, დედი, სელფი უნდა გადაგიღო სანამ შეხვალ.
– რას გამომაქციე, შე შობელძაღლო, ორი საათით ადრე??
– ბავშვი აბარებს, უნამუსო, სირცხვილი იქონიე!
– კაი, ძმა, რამდენს მჩხრეკავ, მეღუტუნება მანდ.
– მჩხრეკ. ქართულის გამოცდაზე ხარ.(ბეჯითი აბიტურიენტი)
– იდი ნა *** ქართულად როგორ იქნება?
– ტუალეტში რო მენდომება ხმამაღლა უნდა ვთქვა?































































