ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ახალ სამუშაოზე აყვანილი ამერიკელების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ.
მიმდინარე წელს აშშ-ში უკვე 36 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, მაშინ, როცა გამოცემა "ბლუმბერგი" ამ პერიოდისთვის აშშ-ის 100 ათასამდე მოქალაქის მუშაობის დაწყებას ვარაუდობდა.
აშშ-ში უმუშევრობის დონის შემცირება უკვე იქცა შეუქცევად ტენდენციად. მცირდება ნაწილობრივად დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური რეცესიის პერიოდში, ამერიკაში 8.75 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმუშევრობასთან ბრძოლა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა.































































