კომპანია "ტიფლის ბიზნეს ცენტრში", აფაქიძის 13-ში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობას ამ დრომდე ვერ ასახელებენ.
როგორც კომპანიაში ამბობენ, გარდაცვლილების ოჯახისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
იგივე კომენტარს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
როგორც უწყებაში "გურია ნიუსს" უთხრეს, გარდაცვლილების ვინაობა კომპანიამ უნდა დაასახელოს.
არსებული იფნრომაციით დაღუპული მუშები გურიიდან არიან. როგორც გვითხრეს სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრია _ მამა, შვილი და დისშვილი.
ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთი დაღუპული 18 წლის იყო.