შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების სამუშაოებს გურიის რეგიონის შემდეგ სოფლებში განახორციელებს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: (გორაბერეჟოული, შუა ფარცხმა, იანეული, ჯვარცხმა, ბუკისციხე, დაბლაციხე, ზემო ფარცხმა, ზემო ერკეთი, ახალშენი, გოგოლესუბანი, შუა ამაღლება, ამაღლება, სამება); ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: (დაბა ურეკი, დაბა ნასაკირალი, ნატანები, დვაბზუ- გაღმა დვაბზუ, ბახვი-ზედა ბახვი, გურიანთა-ციხისფერდი); ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: (მაჩხვარეთი, შუხუთი, წყალწმინდა, აკეთი, მამათი, აცანა).
გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს 2015 წლის ბოლომდე დაასრულებს. ამ დროისთვის დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, წვერმაღალას, ქვემო ნატანების, ზემო ნატანებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები.
გურიაში გაზიფიცირება წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა იყო. გაზიფიცირების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად დაიწყება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლებს მიეცემათ.
(R)