მომღერალ მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორმა ბექა მჭედლიშვილმა გაავრცელა:
_ პრემიერის გადაწყვეტილებით მამუკა ჩარკვიანის საზღვარგარეთ ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო დაფარავს! გამოჯანმრთებელებას ვუსურვებ ბატონ მამუკას! _ წერს მჭედლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს დამძიმდა, რის გამოც დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია.
ჩარკვიანს ოპერაცია საზღვარგარეთ უნდა გაუკეთონ.