ამ წუთებში ლანჩხუთში აქტიურად ემზადებიან ფესტივალ "კავკასია 2015" -სა და "ჩვენი ლამაზი ქვეყანა"-ს მასპინძლობისთვის. ფესტივალი დღეს გაიმართება და მას ორგანიზებას საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა და პროფკავშირულ-კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითი კავშირები უწევენ.
ფესტივალში მონაწილეობას მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან: პოლონეთის, ყაზახეთის, ირანის, სომხეთის, მოლდოვას, თურქეთისა და რუსეთის შემოქმედებითი ჯგუფები.
დღეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქორეგრაფიული დოკუმენტური ფოტომასალის გამოფენა, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, დეფილე, ბოლოს კი ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურება.