ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაოები ისევ აქტიურად მიმდინარეობს.
ოზურგეთელმა ბიზნესმენმა შოთა მჟავანაძემ უსასყიდლოდ გადმოგვცა ქვიშა, რომლის ტრანსპორტირებაც შპს "გზამშენი 18"-მა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოახდინა.
სამშენებლო მასალების ნაწილის ტრანსპორტირება უსასყიდლოდ უზრუნველყვეს ემზარ დოლიძემ, გურამ მჟავიამ და ბადრი მეფარიშვილმა.
მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გვეხმარება კომპანია "ვისოლის" ჩოხატაურის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი თემურ ჩხიკვიშვილი.
ამ დღეების განმავლობაში მოხალისეებს _ ირაკლი ბენდელიანს, ბუტა ოსიძეს, შაკო ბაბულეიშვილს, ჯუბა ბერძენიშვილს, გურამ ბურჭულაძეს, მიშიკო თოდრიას, ნიკა კუტალაძეს, ზურაბ კეკელიძეს, სოსო კალანდაძეს, კახა სიხარულიძეს სადილი მოუტანეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, ასევე სოფელ გუთურის დეპუტატმა ლაშა თოდრიამ და მისმა მეგობრებმა _ დათო და ზურაბ გიორგაძეებმა.
გუთურელი ახალგაზრდები _ ნიკა ბოლქვაძე, გია ბოლქვაძე, ზაალ ჯინჭარაძე, ზაზა თოლორდავა, ირაკლი ტრაპაიძე, ბექა სიმონიშვილი, ბაჩუკი სივსივი და დეპუტატი ლაშა თოლორდავა დღეს, მთელი დღეა სარემონტო სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.
საკვები და ტკბილეული "ივლიტას ბიბლიოთეკაში" მომუშავეებს პატარებმაც მოუტანეს _ დაჩი და თემუკა ცინცაძეებმა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ბიბლიოთეკას გახსნის შემდეგ ძალიან ხშირად ესტუმრებიან.
რაც შეეხება შემოწირულობებს; ორშაბათს "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" 20 ლარი ნატალია აცანელიძემ ჩარიცხა, 50 ლარი _ იამზე ვაჩეიშვილმა, მიხეილ მარმა _ 100 ლარი.
300 ლარი შემოწირა ბიბლიოთეკას "გურია ნიუსის" პროექტების მუდმივმა მხარდამჭერმა, ქველმოქმედმა გია ცეცხლაძემ, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მოინახულა.
ბიბლიოთეკის დახმარების სურვილი მერაბ ჭანუყვაძემაც გამოთქვა.
სამშაბათს, 7 ივლისს, ბიზნესმენმა ილია კეჭაყმაძემ 300 ლარი ჩარიცხა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეფარიშვილმა 100 ლარი, ნატო კიკვაძემ _ 50 ლარი.
500 ევრო გერმანიიდან, კერძოდ კი ქალაქ ერფურტის ქართული საკვირაო სკოლიდან გადმოგვირიცხეს.
დღეს "ივლიტას ბიბლიოთეკას" 10-10 ლარი შემოწირა საბა ქორიძემ, ავთო კიკვაძემ, ბექა და კოტე სიხარულიძეებმა, 20 ლარი _ ბეგლარ სიხარულიძემ.
გრძელდება წიგნების შემოტანაც _. ამ დროისთვის "გურია ნიუსის" ოფისებში 1000-ზე მეტი წიგნია შემოსული.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
"ივლიტას ბიბლიოთეკა" ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს სიმბოლურად უნდა გაიხსნას; ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.