გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა თანამდებობა დატოვა, დედაქალაქის მერიაში არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" თბილისის მერიის პრეს-სპიკერმა გვანცა პაპავაძემ უთხრა მაგდა პოპიაშვილი შვებულებაში იმყოფება.
"თავის კუთვნილ შვებულებაში გავიდა. არ ვიცით, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ მან თითქოს თანამდებობა დატოვა. შვებულება 1 აგვისტომდე აქვს აღებული", _ ამბობს პაპავაძე.
"გურია ნიუსი" თავად მაგდა პოპიაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.