1 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გაყოფა იგეგმება. პარლამენტმა კანონი სამი მოსმენით მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას უწყების გაყოფის შემდეგ.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
"არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
"არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს", – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.