თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ენოტს ეძებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა ცხოველმა მამაკაცი წუხელ დაკბინა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
"გურია ნიუსს" ცხოველთა მონიტორინგის სამსახურიდან აცნობეს, ამ წუთებში ადგილზე მათი თანამშრომლები იმყოფებიან და ცხოველის დაჭერას ცდილობენ,
უწყებაში ამბობენ, რომ ცხოველი, შესაძლოა, ენოტი იყოს,
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ვერც იმას ადასტურებენ, არის თუ არა ცხოველი 13 ივნისის ღამეს, თბილისში მომხდარი სტიქიისას ზოოპარკიდან გაქცეული.
დოლიძის 41 ნომრის მაცხოვრებლების განცხადებით, სამი დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცხოველი შენიშნეს, რომელმაც გასულ ღამეს მამაკაცი დაკბინა. მათ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართეს. მისულმა თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ ცხოველი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და სახლებში არ შევიდოდა.
შენიშვნა: ფოტო მასალაში მოყვანილ ფაქტს არ ასახავს