თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტოტალიზოტრ "ევროპაბეთში", წუხელ, 22 საათსა და 23 წუთზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ტოტალიზატორის დაცვის წევრები ერთ-ერთ მომხარებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალაც მოგვაწოდა და აღნიშნა, რომ ტოტალიზატორის დაცვის სამსახურის მხრიდან ასეთ ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი:
_ ევროპაბეთში მომხარებლებს ხშირად უსწორდებიან ფიზიკურად. შეიძლება სახეზე არ მოეწონო და გცემონ. ასეთი განუკითხაობა სხვაგან არ ხდება, არც პასუხის გამცემია ვინმე, _ გვითხრა წყარომ.
ვიდეოში გარკვევით ისმის, როგორც ითხოვს ინცინდენტის ერთ-ერთი პატრულის გამოძახებას და სავარაუდოდ, დაცვას სთხოვს, რომ ხელი მოტეხილი აქვს და არ დაარტყას.
"გურია ნიუსი" შეეცადა ტოტალიზატორის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა, საიტზე მითითებულ ნომრებზე ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. სატელეფონო ზარებზე არც კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვიპასუხა. თუ "ევროპაბეთში" კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენ მზად ვართ გამოვაქვეყნოთ მათი პასუხი.