პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი მეათე რაუნდის წინ შეაჯამა გრიგორი კარასინმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დიალოგის დაწყებისას მოსკოვში კარგად იცოდნენ, რომ ორივე მხარეს გააჩნია საკუთარი ხედვა და წითელი ხაზი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ეხება.
მისი თქმით, ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება საბოლოო გადაწყვეტილებაა და მოსკოვი მის გადახედვას არ აპირებს, ისევე როგორც თბილისი არ გამოთქვამს მზაობას გადახედოს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწვეტილებას.
რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ კარასინი–აბაშიძის ფორმატი დღეს პრაქტიკული და პოლიტიკური დიალოგის არხია და ერთობლივი მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ კონსტრუქციული მიდგომის შემთხვევაში ყველაზე მწვავე და პრინციპული უთანხმოებებიც კი ვერ შეუშლის ხელს ორმხრივი უერთიერთობების გაუმჯობესებას.