საქართველო თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ოკუპირებული სოფლების სიახლოვეს, იმიტომ რომ ეს მცოცავი ანექსია სახეზეა 2008 წლიდან მოყოლებული.
"ქვეყნის 20% ოკუპირებულია და 2 კილომეტრით მეტს გადმოწევენ საზღვარს თუ 20 მეტრით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებაა რაც ქვეყანაში დიდი ხანია ხდება. ეს არის ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
"ჩვენი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ოკუპაციის, ძალმომრეობის, ძალადობისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ამ 20 მეტრს ან 2 კილომეტრს კი არა, იმ 20%-ს დაიბრუნებს და რუსებს საკუთარი ხელით მოუწევთ ტრანსფარანტების თუ ტრაფარეტების, რასაც დგამენ ჩვენს მიწაზე, უკან, საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრისკენ გადაწევა", – განაცხადა თინა ხიდაშელმა