ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი კადრების, სახელად _ “სპეციალისტები”, გამოჩენა და მათი, ჩვეულებისამებრ, უკონკურსოდ და “ერთი პირის გადაწყვეტილებით” დანიშვნა, უკვე აღარავის უკვირს. ამჯერად მათ რიცხვს კიდევ ერთი, სოფიკო ჯინჭარაძე შეემატა, რომელიც დაინიშნა სპეციალისტად საგარეო ურთიერთობების საკითხებში(?!). ახალ სპეციალისტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. იგი გურიის ტელევიზიაში დიქტორად მუშაობდა.