"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად თამარ კაციტაძე დაინიშნა. თამარ კაციტაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამ ინფორმაციას ადასტურებს.
თამარ კაციტაძე წლების განმავლობაში მედიის სფეროში მუშაობს. ის ტელეკომპანია "კავკასიის" პოლიტიკური გადაცემა "ბარიერის" პროდიუსერი და ჟურნალისტთა ქსელის "გენდერული თანასწორობისთვის" დირექტორი იყო.