https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიტიკოსების სიმართლე – FactCheck.ge-ს ყოველკვირეული მიმოხილვა

16:07; 13.07.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

FactCheck.ge პოლიტიკოსების და საჯარო პერსონების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.

ყველაზე პოპულარული სტატია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ 6 თვეში ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრემიერის განცხადებით, ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლებას 2010 წელს უნდა დაეწყო, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, მოლდოვამ დაიწყო. თუმცა, საქართველომ ეს პროცესი არ დაიწყო. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ იმის გამო, რომ მოლდოვამ  ეს პროცესი ადრე დაიწყო, მან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას უკვე მიაღწია.

ევროკავშირმა მოლდოვასთან ვიზების გამარტივებული წესით მიღებაზე თანამშრომლობა 2007 წელს, ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველომ იმავე შეთანხმებას მხოლოდ 2010 წელს მიაღწია.

მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიიღო და 2011 წელს მისი შესრულება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ევროკავშირს საქართველოსთან ვიზის ლიბერალიზაციისთვის მოლაპარაკების დაწყებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიწყებდა იმ გეგმაზე მუშაობას, რომელიც ევროკავშირს არ ჰქონდა შემოთავაზებული. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამოქმედო გეგმაზე საუბარი მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო, ხოლო სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადაეცა. ამ დროს კი, ხელისუფლებაში უკვე "ქართული ოცნება" იყო. როგორც ვხედავთ, წინა ხელისუფლების დროს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ვერ დაიწყებდა. პრემიერ-მინისტრის განცხადება, გარდა ფაქტობრივი უზუსტობისა, არც შინაარსობრივადაა სწორი.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებაც გადაამოწმა. მისი თქმით, გავრცელებული ხმები მისი სამსახურებრივი ავტომობილის 100 ათას ლარიანი ღირებულების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. „ამბობენ, რომ ქალაქის მერი 100 ათასიანი მანქანით დადისო, თითქოს მერიიდან ვერ შეიძინაო, მაგრამ დაცვის სამსახურს შეაძენინა 100 ათასიანი მანქანაო. მე 2009 წელს გამოშვებული მანქანით დავდივარ, რომელიც მართლა დაცვის სამსახურს ეკუთვნოდა, მაგრამ თავის დროზე ეს მანქანა სანდრა რულოვსის მშობლებს უყიდეს სხვათა შორის" – განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ახალი სამსახურებრივი ავტომობილი არ შეუძენია. მის სარგებლობაში მყოფი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" მართლაც ირიცხებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშზე, თუმცა ამ სამსახურის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ წერილში არ დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი სანდრა რულოვსის მშობლებისთვის შეიძინეს. თბილისის მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა სანდრა რულოვსის მშობლები თბილისის მერის დაცვის სამსახურის ავტომობილით საქართველოში ყოფნის პერიოდში გადაადგილდებოდნენ, თუმცა არც ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეპოვებათ.

შესაბამისად, თბილისის მერი მართალია, როცა აცხადებს, რომ მას ახალი მანქანა არ შეუძენია, თუმცა არ დასტურდება მისი განცხადების მეორე ნაწილი. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ გაუსვა ხაზი დავით ნარმანიამ იმას, რომ აღნიშნული მანქანა სანდრა რულოვსის მშობლებს შეუძინეს, როცა ამ ფაქტის მოხსენიება მისთვის დასმული კითხვის პასუხად და ზოგადად, ამ დისკუსიაში არაფრის მომცემი იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ნარმანიას განცხადება ნახევრად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებას ეხებოდა. ჩოგოვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ქვეყანა ძალიან მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების ქვეშ აღმოჩნდა, 2015 წლის მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14.7%-ით, ტურისტების კი, 5%-ით გაიზარდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, მიმდინარე წლის  ხუთი თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსულ  ვიზიტორთა რაოდენობამ 1 835 ათასი შეადგინა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რიცხვი 2%-ით გაიზარდა. კონკრეტულად მაისის თვეში კი, პროცენტულმა ზრდამ 14.7% – შეადგინა. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის 5 თვეში ის 3%-ით შემცირდა, ხოლო მხოლოდ მაისის თვის მონაცემებით კი, 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2014 წლის 1 სექტემბერს მიღებული გართულებული სავიზო პოლიტიკის შედეგად, კვლავაც შემცირებულია ერაყიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ეგვიპტიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. თუმცა, 2015 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობის კლების ტენდენცია ოდნავ შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 9.3%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, გიორგი ჩოგოვაძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაც გადაამოწმა. მან განაცხადა: "გაუფასურება არ იყო გამოწვეული მონეტარული საბაბით, ანუ ფულის მასის ზრდით. სარეზერვო ფულის მასის ზრდა ჩვენ ნულამდე დავიყვანეთ. ამ გაუფასურების მიზეზი არის შემოდინებების ნაკლებობა და არაფერი სხვა".

უცხოური ვალუტის შემომავალი ნაკადების ანალიზისას გაირკვა, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში სავაჭრო დეფიციტის ზრდამ 208 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 132 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო შვიდ თვეში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 171 მლნ დოლარით შემცირდა. ასევე, 2014 წლის ბოლოს შემცირდა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი, ხოლო 2015 წლის დასაწყისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვიც მცირდებოდა. ეს მაჩვენებელი დადებითად მხოლოდ მაისსა და ივნისში შეიცვალა. უცხოური ინვესტიციები 2014 წელს არ შემცირებულა, თუმცა მისმა ზრდამ დოლარის დანაკლისი ვერ დააბალანსა. 2015 წლის პირველ კვარტალში კი, უცხოური ინვესტიციებიც შემცირდა.

სარეზერვო ფული გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის მაისამდე 11%-ით გაიზარდა. თუმცა, თუ განვიხილავთ მხოლოდ მასში შემავალი ლარის მასის ცვლილებას (რასაც გავლენა აქვს კურსზე), ზრდა მხოლოდ 3.2% იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლარის მასა ჯამურად მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გასული წლის დეკემბერში ლარით წარმოდგენილი სარეზერვო ფული 16.5%-ით, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში კი, 11%-ით გაიზარდა. დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე, თუნდაც მოკლევადიანი პერიოდით ლარის მასის მნიშვნელოვანი ზრდა ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა. აღნიშნულ პერიოდებში ლარის მიწოდების ზრდაზე, და შესაბამისად ვალუტის გაუფასურებაზე, ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამაც იქონია გავლენა.

ფაქტიურად განულებულია ფართო ფულის ზრდა (M2). ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით ის მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებლის პირობებში ნორმალური მონაცემია.

ჯამში, უნდა ითქვას, რომ ლარის გაუფასურებას მონეტარული მიზეზი (ლარის მასის ზრდა) არ ჰქონია. მთავარი მიზეზი დოლარის შემომავალი ნაკადების შემცირებაა. მართალია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება (ლარის მასის მკვეთრი შემცირება) მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებდა, თუმცა ამას ეკონომიკის შემცირება მოჰყვებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გარკვეულ პერიოდებში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა აბრკოლებდა.

ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი ქადაგიძის განცხადება მეტწილად სიმართლეა.

ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას ეხებოდა. ბესელიას თქმით, "34%-ით შემცირდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების რაოდენობა 2014 წელს. 2009-2010 წლებში იყო თითქმის 100%-იანი პატიმრობის დაკმაყოფილება, ყოველ შემთხვევაში, 90%-იანი მაინც. შემცირება 2013 წლიდან დაიწყო".

ეკა ბესელიას განცხადების შესაბამისად, 2009 და 2010 წელს პატიმრობის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 94% და 92% იყო. 2013 წლიდან აღნიშნული მონაცემი 65%-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს 60% შეადგინა. 2009 და 2010 წლებთან შედარებით, ეს რიცხვი 34 და 31 პროცენტით დაბალია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება სიმართლეა

შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17 სექტემბერი, 2026

ფირცხალავა: "პროკურატურა ცდილობს მორალურად გატეხოს სპეცრაზმელები"

პრეზიდენტმა კახა კალაძე და შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო