გამოცემა "USA Today"-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა სხვა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის გაავრცელა გაფრთხილება, რომ მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები უკვე უახლოეს მომავალში გეგმავენ, აფეთქებების ორგანიზებისთვის მასობრივად გამოიყენონ თვითმკვლელები იმპლანტირებული ბომბები.
ტერორისტები ორგანიზმის შიგნით დამალული ასაფეთქებლებით შეძლებენ ავიაკატასტროფების მოწყობას, რადგან ჩვეულებრივი სკანერები, რომლებიც დამონტაჟებულია აეროპორტებში, ვერ შეძლებენ ასეთი მეთოდით დამალული ბომბების აღმოჩენას.
ბომბების დამალვის ასეთ მეთოდს "ქირურგიული ტერორიზმი" უწოდეს. იგულისხმება, რომ თვითმკვლელების კანქვეშ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით მოათავსებენ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ასაფეთქებელ ნივთიერებას.
ნიუიორკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჰოვარ ბელინმა განაცხადა, რომ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით ნამდვილად შეიძლება სხეულში ბომბის ჩაკერება. ქალებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სამკერდე იმპლანტანტები. გარდა ამისა, ქალებს ასაფეთქებელი შეიძლება ჩავაკეროთ დუნდულებში ან მუცელში. იმისათვის, რომ წარმოიქმნას აფეთქება, საკმარისია ტერორისტმა შპრიცის საშუალებით შეიყვანოს ორგანიზმში სპეციალური ნივთიერება ქიმიური რეაქციისთვის.