ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამსახურს ჩოხატაურში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ პოსტზე, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის, ივანე ცინცაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც პროფესიით აგრონომია. თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩოხატაურის საკრებულო, აღნიშნული სამსახურის დებულების და საშტატო განრიგის დამტკიცებას 15 თებერვალს აპირებს. სავარაუდოდ, ამ დღეს გაირკვევა, ვინ იქნება ახალი სამსახურის ახალი უფროსი. როგორც გვითხრეს, ჯერჯერობით, ჩოხატაურში აგრონომის პოვნა ვერ მოახერხეს, კონკურსის გამოცხადებაზე კი ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ახლაც უარს ამბობს და ამ პოსტზე, ალბათ, ის დაინიშნება, ვისაც უფრო “დიდი პატრონი” გამოუჩნდება.