ENPARD-ი და არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები იწყებენ ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას, რომ მათ განავითარონ და გააფართოონ თავიანთი ბიზნესი ტრეინინგების, ცნობიერების ამაღლებისა და საინვესტიციო მხარდაჭერის გზით. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ იმ რეგისტრირებულ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: საჩხერე, ჭიათურა, ვანი, სამტრედია, ქარელი, ხაშური, კასპი, გორი, საგარეჯო, გურჯაანი, ყვარელი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალქალაქი და ნინოწმინდა.
ბიზნესის მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს უნდა გააჩნდეს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა ფუნქიონირებდეს ზემოთაღნიშნულ ერთ ან რამდენიმე მუნიციპალიტეტში და უნდა ქონდეს
მინიმუმ 15% თანხობრივი (ნაღდი ფულით) და 15% არათანხობრივი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში.
პროექტის საინვესტიციო ფონდი 15 000 ევროს შეადგენს და ის გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ კოოპერატივებზე.
აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა არ იძლევა ფინანსური მხარდაჭერის გარანტიას.
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია "მერსი ქორფსი"-ს ვებ-გვერდზე: www.mercycorps.ge.
შევსებული სააპლიკაციო ფორმის ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: enpard@mercycorps.ge, რომელსაც თან უნდა დაერთოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატის დასკანერებული ვერსია.
საინფორმაციო შეხვედრები კოოპერატივებთან გაიმართება 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით: 22 ივლისი- საგარეჯო და გურჯაანი; 22 ივლისი -გორი და კასპი; 23 ივლისი -ყვარელი; 23 ივლისი -ხაშური და ქარელი; 24 ივლისი- მარნეული და გარდაბანი; 27 ივლისი -თეთრიწყარო; 27 ივლისი -საჩხერე და ჭიათურა; 28 ივლისი – ვანი და სამტრედია; 28 ივლისი- ნინოწმინდა და ახალქალაქი.
აღნიშნულ პროგრამასა და საინფორმაციო შეხვედრებზე მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღნიშნული მუნიციპალიტეტებში "მერსი ქორფსი"-ს კოორდინატორებს .