ქართველმა ჩოგბურთელებმა სან – მარინოში დევისის თასის III ევროპულ ჯგუფში კვლავ წარმატებით ითამაშეს. გუშინ ისლანდიელთა წინააღმდეგ კორტებზე გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე გავიდნენ.
კორტზე პირველი გიორგი ჯავახიშვილი გავიდა და ბირკირ გუნარსონს 6:0, 6:2 მოუგო. შემდეგ გიორგი ცივაძემ ვლადიმირ რისტიჩს 6:3, 6:0 სძლია, წყვილებში კი ჯავახიშვილმა და ცივაძემ რისტიჩს და მაგნუს გუნარსონს ასევე იოლად აჯობეს – 6:1, 6:3.
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვდება ჯგუფში შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგეს მალტას, რომელმაც ალბანეთი და ისლანდია 3-0 დაამარცხა ჯგუფურ ეტაპზე.
საქართველოსთვის პლეიოფის ნახევარფინალში კვიპროსის ნაკრები იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. კვიპროსის ნაკრების წევრი ,რეიტინგში 48 – საფეხურზე მყოფი მარკოს ბაგდატისი ლიდერობს.
ანგარიშგასაწევია ესტონეთიც, რომელსაც მსოფლიო რეიტინგის მეორე და მეოთხე ასეულში მყოფი მოთამაშეები ჰყავს.